აქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ქართული რაგბის 50 წლის იუბილე არგენტინის A ნაკრების 24:22 ძლევით დააგვირგვინა. 14 ნოემბერს თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის "ეროვნულ" სტადიონზე გამართულ შერკინებაში "ბორჯღალოსნებმა" არგენტინელებს შეუპოვარი ბრძოლა გაუმართეს და სტადიონზე შეკრებილი 30 000 მაყურებელი კიდევ ერთხელ გაახარეს. ქართველთაგან ლელოები ნაკრებში დაბრუნებულმა თედო ზიბზიბაძემ და დავით ხინჩაგიშვილმა დადეს, მერაბ კვირიკაშვილმა კი 1 გარდასახვისა და 4 საჯარიმოს გატანა შეძლო.
ქართული რაგბის 50-წლის საიუბილეო კვირეული.14 ნოემბერი. თბილისი. "ეროვნული". (30 000)
საქართველო - არგენტინა A 24:22 (21:12)
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. ალექსანდრე თოდუა, 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე (რევაზ გიგაური 73), 11. ირაკლი მაჩხანელი, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ირაკლი აბუსერიძე (ბიძინა სამხარაძე 71); 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. აქვსენტი გიორგაძე (ირაკლი ნატრიაშვილი 71), 3. გოდერძი შველიძე (გიორგი ჩხაიძე 60), 4. გიორგი ნემსაძე (ლევან დათუნაშვილი 57), 5. ილია ზედგინიძე, 6. გია ლაბაძე (რატი ურუშაძე 72), 7. გიორგი ჩხაიძე (დავით ქუბრიაშვილი 53), 8. მამუკა გორგოძე.
2 ლელო: ზიბზიბაძე (21), ხინჩაგიშვილი (33)
1 გარდასახვა: კვირიკაშვილი (22)
4 საჯარიმო: კვირიკაშვილი (2, 6, 29, 55)
2 სინბინი: ხინჩაგიშვილი (50), ჩხაიძე (69(
მწვრთნელი: ტიმ ლეინი
არგენტინა A: 15. მარტინ ბუსტოს მოიანო (ფრანსისკო ხოსე მერელიო 57), 14. ველისარიო აგულია, 13. მიგელ ავრამოვიჩი, 12. მატიას ვიასო, 11. ტომას დე ვედია, 10. იგნასიო მიერესი (სანტიაგო გონსალეს იგლესიასი 57), 9. მარტინ ლანდხარო; 1. პაბლო ხენი (უგო შიერანო 71), 2. ალვარო ტეხედა (ნაუელ ტეტას ჩაპარო 67), 3. ხუან გომესი, 4. ტომას როანი, 5. მარიანო გალარსა, 6. იგნასიო პასმანი (აგუსტინ გუსმანი 71), 7. როდრიგო ბრუნო, 8. ლეონარდო სენატორე.
1 ლელო: ლანდხარო (78)
1 გარდასახვა: გონსალეს იგლესიასი (78)
4 საჯარიმო: ბუსტოს მოიანო (4, 27, 35, 46)
არეკნი: მიერესი (15)
მწვრთნელი: ხოსე ორენგო