ვერც ერთი პარტია ვერ ბედავს იმის თქმას, რომ მოიგებს არჩევნებს, "ქართული ოცნების" უპირატესობა იმდენად დიდია, - ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, "ქართული ოცნებას" კოალიციის ფორმირება არ დასჭირდება.
"ჩვენ გვაქვს ძალინ ხშირი შეხვედრები დიპლომატიურ კორპუსთან. რა კვლევის მონაცემებიც გვაქვს ჩვენ ის რეალური მონაცემები აქვს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც. მათ იციან, რომ "ქართულ ოცნებას" აქვს ამ არჩევნებში სერიოზული უპირატესობა და ჩვენ არ დაგვჭირდება კოალიციის ფორმირება. ეს არის საერთო განწყობა საერთაშორისო პარტნიორებში. მე ვერ დავასახელებ კონკრეტული ქვეყნის დიპლომატებს, რადგან არის ეს პირადი საუბრები და არ მაქ უფლება გავაჟღერო, რომელი დიპლომატი რას გვეუბნება.
ვერც ერთი პარტია ვერ ბედავს იმის თქმას, რომ მოიგებს არჩევნებს "ქართული ოცნების" უპირატესობა იმდენად დიდია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის 60% მივიღებთ თავისი პლიუს მინუსით. არც არავის სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ჩვენ განვახორციელეთ ევროპული სტანდარტების მოდელი და ეს აღარაა საჭირო. ჩვენი კოალიცია გინდ "ნაციონალურ მოძრაობასთან" გინდ "პატრიოტთა ალიანსთან" იქნებოდა პოლიტიკური უკულტურობა,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.