ხვალ, 22 ოქტომბერს, Frontlain Georgia-ს ორგანიზებით გაიმართება სემინარი, რომლის მიზანია მსმენელთათვის თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გზების ჩვენება.
როგორც სემინარის ორგანიზატორები აცხადებენ, პროგრამა მოიცავს საავტორო სამართლის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და საერთაშორისო ნორმატიული მასალის (საერთაშორისო ხელშეკრულებების) გაცნობას.
საუბარი წარიმართება იმაზე, მედია საშუალებებში საავტორო უფლებების დარღვევის შემთხვევაში, თუ როგორ უნდა მოახდინოს მოქალაქემ საკუთარი უფლებების დარღვევის პრევენცია და დარღვეული უფლებების დაცვა.
ტრენინგის მიმდინარეობისას მოყვანილი იქნება მაგალითები ევროპული და საერთაშორისო სამართალწარმოების პრაქტიკიდან.
მსმენელები იქნებიან უზრუნველყოფილი მასალებით.