როცა პრემიერობას დავასრულებ, შეიძლება ჩემთან დავბრუნდე, კიევში, - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში, გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა".
მისი თქმით, კიევი ასევე, მისი სახლია.
"როცა პრემიერობას დავასრულებ, შეიძლება ჩემთან დავბრუნდე, კიევში. იმიტომ, რომ ჩემი სახლი ასევე არის კიევი. შეიძლება, 2 წელიც არ დამჭირდეს პრემიერობა. როგორც კი გამოვიყვანთ საქართველოს და დავაყენებთ განვითარების რელსებზე. ნამდვილად არ მიზიდავს არც ერთი კაბინეტი, გარწმუნებთ, არაფერში მჭირდება პირმოთნეობა, ნამდვილად არ მამოძრავებს ხელისუფლებაში ყოფნის ამბიციები", - თქვა სააკაშვილმა.