მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი პარიზის ფილარმონიის საკონცერტო სეზონს გახსნის.
ხატია ბუნიათიშვილის საფორტეპიანო კონცერტი პარიზის ფილარმონიაში 9 სექტემბერს, პარიზის დროით 20:30-სა და 10 სექტემბერს, 20:30-ზე გაიმართება.
სახელგანთქმული ქართველი პიანისტი ბეთჰოვენის N1 საფორტეპიანო კონცერტსა და დმიტრი შოსტაკოვიჩის სიმფონია N5-ს შეასრულებს.
კონცერტს ამერიკელი დირიჟორი მარინ ალსოპი უდირიჟორებს.
კლასიკური მუსიკის მოყვარულებს 10 სექტემბრის კონცერტის პირდაპირი ეთერით თვალყურის მიდევნება mezzo.tv-სა და medici.tv-ზე შეეძლებათ.
ფოტო: Gavin Evans