ხვალ, 7 ოქტომბერს, 11.00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საქართველოს კონტროლის პალატის 2009-2011 წლების სტრატეგიული გეგმის განხილვა დაიწყება. სამუშაო შეხვედრას წარუძღვება კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი.
განხილვას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTW), მსოფლიო ბანკი და განვითარების პარტნიორთა ჯგუფის, ევროკომისიის, ევროპული თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა, ახალგაზრდა იურისთა ასოციაციის, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის, ახალგაზრდა ეკონომისთა ასოციაციის, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს", პოლიტიკის მართვისა და კონსალტინგ ჯგუფის, დემოკრატიული განვითარების ინსტიტუტის, USAID-ისა და UNDP-ის წარმომადგენლები. ასევე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი კახა ბაიდურაშვილი და მთავრობის საპარლამენტო მდივანი გიორგი ხუროშვილი.