ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ანსამბლ "რუსთავის" ვარსკვლავი გაიხსნა.
ეს ფილარმონიის წინ რიგით მე-12 ვარსკვლავია. მის გახსნას დედაქალაქის მერი გიგი უგულავა, ქვეყნის პირველი ლედი სანდრა რულოვსი და ქართული საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ანსამბლ "რუსთავს" წელს 40 წელი შეუსრულდა. იუბილესთან დაკავშირებით ფილარმონიაში კონცერტიც გაიმართა. "რუსთავმა" განახლებული პროგრამა წარმოადგინა - შესრულდა სასიმღერო და საცეკვაო ნომრები. კონცერტის შემდეგ სცენაზე ანსამბლის ძველი თაობის წარმომადგენლებიც ავიდნენ.
ღონისძიება კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.