დასაქმება, ტურიზმი, უცხო ენების შესწავლის აუცილებლობა და სასწავლო გაცვლითი პროგრამები, სწორედ ამ თემებზე სასაუბროდ დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის პირველკურსელებს განათლების მინისტრთან და უნივერსიტეტის რექტორთან ერთად შეხვდა.
ლევან ვარშალომიძემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა, რომელიც ძირითადად სტუდენტების დასაქმებას და უცხოეთის უნივერსიტეტებში გაცვლით პროგრამებს შეეხებოდა.
ლევან ვარშალომიძემ სტუდენტებს აუხსნა, რომ ნახევარ განაკვეთზე მუშაობა მათ ნებისმიერ სასურველ უწყებაში შეუძლიათ. რაც შეეხება გაცვლით პროგრამებს, უცხო ენის მცოდნე სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა იმ პროგრამებით ისარგებლონ, რომელსაც განათლების სამინისტრო და თავად უნივერსიტეტი უკვე ახორციელებს.
ვარშალომიძემ სტუდენტებს მთავრობის სტრატეგიული პროექტები გააცნო, რომელიც განათლების სისტემის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ერთ-ერთი პროექტი უცხო ენის შემსწავლელი ცენტრების შექმნას და სტუდენტების ტურიზმის განვითარებაში აქტიურ ჩართულობას ითვალსწინებს.