აშშ-ის ცენტრალური სარდლობა უარყოფს, რომ ჰორმუზის სრუტეში მის ერთ-ერთ სამხედრო გემზე ორი რაკეტით დარტყმა განხორციელდა.
"აშშ-ის არც ერთი სამხედრო ხომალდი არ ყოფილა დაზიანებული. აშშ-ის ძალები განაგრძობენ „პროექტ თავისუფლების“ მხარდაჭერას და ირანის პორტებზე საზღვაო ბლოკადას", - წერს სარდლობა.
მანამდე, ირანის სამხედრო ძალებმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გამანადგურებელი ჰორმუზის სრუტეში არ შეუშვეს. ირანული მედიის ცნობით, აშშ-ის სამხედრო გემზე თავდასხმა ორი რაკეტით განხორციელდა.