საქართველოს მთავრობის კანცელარიას ახალი ვებ-გვერდი აქვს. განახლებული ვებ-გვერდი კომპანია ITDC-მა შექნა და ის დიზაინით და შინაარსით ძველი ვებ-გვერდისგან განსხვავდება.
ახალ ვებ-გვერდზე ინფორმაცია უფრო მოხერხებულადაა დალაგებული, ახალ ვებ-გვერდზე პირველად გაჩნდა ვიდეო გალერეა, სადაც შესაძლებელია პრემიერ-მინისტრის გამოსვლებისა და იმ ბრიფინგების ნახვა, რომელიც პრემიერის აპარატში გაიმართება.
ვებ-გვერდი ქართულისა და ინგლისურის გარდა, აფხაზურ ენაზეც იქნება.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსის ნიკო მჭედლიშვილის განაცხადებით, განახლებული ვებ-გვერდის მთავარი ღირსება არის ის, რომ ქართულისა და ინგლისურის გარდა აფხაზური ენა დაემატა.
"მოგეხსენებთ, რომ აფხაზური ენა აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით არის მეორე სახელმწიფო ენა, ქართულთან ერთად. ამიერიდან ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეები, რომლებიც ოკუპირებულ ტერტორიებზე ცხოვრობენ, შეძლებენ საქართველოს მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია თავიანთ მშობლიურ ენაზეც წაიკითხონ. გარდა ამისა სხვადასახვა ქეყნებში მცხოვრები აფხაზები შეძლებენ ამ ვებ-გვერდზე შესვლას და მათთვის საინტერესო ინფორმაციის მოპოვებას,"- გააცხადა ნიკო მჭედლიშვილმა.
მჭედლიშვილის განმარტებით, სახელმწიფო კანცელარიის აფხაზურ ენაზე თარგმნის იდეა მთავრობის პრესსპიკერს ლეიკო ავიცბას ეკუთვნის.
"მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს და მთავრობის კანცელარიას ახალი ვებ-გვერდის შემუშავების პროცესის მხარდაჭერისათვის. მინდა გითხრათ, რომ როცა ახალ ვებ-გვერდზე მუშაობას ვიწყებდით პრემიერ-მინისტრის პრესამსახურის თანამშრომელმა ლეიკო ავიცბამ წარმოაყენე იდეა აფხაზური ენის დამატებისა ახალ ვებ გვერძე. მე მინდა მას მადლობა გადავუხადო ამ იდეისათვის და მისი შემუშავებისას გაწული სამუშაოსათვის. გარდა ამისა მინდა გადავუხადო ჩემს ლექტორს და მასწავლებელს თბილის სახელწმიფო უნივერსიტეტში ბატონ ზურაბ შენგელიას და მის ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ინსტიტუტს თავიდანვე მხარში ამოდგომისათვის და გაწეილი მთარგმნელობითი მუშაობისათვის,"- განაცხადა ნიკო მჭედლიშვილმა.