გამოართვით ყველაფერი, 200 ლარი, კიტრი, პომიდორი, "რაზვადნოი კლუჩი" ... - ასე ეხმიანება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ 18 წლამდე მოქალაქეებს 200-200 ლარი დაურიგდებათ.
საქართველოს 17 წლამდე მოქალაქეები ერთჯერადად 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. გახარიას თქმით, ბავშვებისთვის სოციალური დახმარება გაიცემა სასწავლო წლის დაწყებისას.