ვთქვი ის, რასაც ვამბობდი, როცა შს მინისტრი ვიყავი, მართლმსაჯულების სისტემას გარკვეული რეფორმები სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ამასთან დაკავშრებით გეგმებიც აქვთ და საკანონმდებლო ცვლილებებიც მომზადებულია.
„გამოძიებასთან დაკავშირებით გუშინ მე ვთქვი ის, რასაც ვამბობდი, როცა შს მინისტრი ვიყავი, ჩვენს მართლმსაჯულების სისტემას გარკვეული რეფორმები სჭირდება, ეს ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ამას ვაკეთებდი შსს-შიც სისტემური განახლება რაც იყო, ეს იყო სწორედ ის რეფორმების მიმართულება, რომელიც უნდა გაგრძელდეს. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ კრიზისთან ერთად გლობალური, ეკონომიკური კრიზისი ყველაფერი ერთად დაემთხვა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.