თეთრიწყაროს ტყეში, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი საკუთარ ავტომობილში იპოვეს, ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, ცხედარი შემთხვევის ადგილიდან ექსპერტიზაზე ჯერ არ გადაუსვენებიათ.
შემთხვევის ადგილი შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით. საგამოძიებო პროცესში ექსპერტ-კრიმინალისტებიც ჩაერთვებიან.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი დღეს დილით იპოვეს. 5
დღის წინ დაკარგული გოგონას ცხედარს თეთრიწყაროში, ტყეში, საკუთარ მანქანაში მიაგნეს. ოჯახმა მომხდარის შესახებ ცოტა ხნის წინ გაიგო.