დღეს, 14 ნოემბერს, გალერეა GTM-ში 16 წლის მარიამ ყანდიაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება გუაშითა და ზეთის საღებავებით შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.
ნამუშევრების თემა, ძირითადად ანტიკური მითოლოგიაა. წარმოდგენილი იქნება ასევე ჩინური და იაპონური მოტივები და ფერწერული ილუსტრაციები ევროპული ლიტერატურის მიხედვით.
გამოფენა ხუთ დღეს გარძელდება.