სხვა ოპოზიციური პარტიები რას იზამენ, ვინ იქნება მათ წინა, თუ შუა ხაზზე, ეს მათი განცხადებაა, - ამბობს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც თქვა, რომ ოქტომბერში ბრძოლის წინა ხაზზე იქნება.
„არ ვფიქრობ საერთოდ. თქვენი კითხვაა, რას ვფიქრობ ამაზე, არაფერს არ ვფიქრობ.... სააკაშვილის შანსები ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან კავშირში არ არის. ჩვენ ვართ ევროპული საქართველო, მას აქვს თავისი პოლიტიკური პარტია, იმ პარტიაში რას იზამს, ეს მისი საქმეა. სხვა პარტიების აქტივობებს რატომ უნდა მივესალმო? მე მივესალმები ევროპული საქართველოს წარმატებას ივანიშვილის დამარცხების შემდეგ. სხვა ოპოზიციური პარტიები რას იზამენ, ვინ იქნება მათ წინა, თუ შუა ხაზზე, ეს მათი განცხადებაა“, - თქვა ბოკერიამ.