გპირდებით, რომ მე ვიქნები თქვენთან ერთად, ხელჩაკიდებული, ოქტომბერში ივანიშვილის დამარცხების და საქართველოს გადარჩენის ფრონტზე, - ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
„როდესაც საუბრობენ, რომ ბატონმა პრემიერ-მინისტრმა თქვა, ვიღაც გახარიამ, ბატონმა ბიძინამ, იმის ხსენებაც არ შეიძლება... მეგობრებო, ჩვენ არ გვყავს მთავრობა მე მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა არის მთლიანად არალეგიტიმური. მე არ ვცნობ არც ერთი წამით მის კანონიერებას და არ ვცნობ არც ერთი წამით კანონიერებას ამ სიტუაციის, რომელიც არის საქართველოში. ეს არის უკანონო სიტუაცია. პირველად დამოუკიდებლობის შემდეგ ამერიკის კონგრესმა დაგვადო სანქციები, ჩვენ, როგორც ქვეყანას. ჩვენ ვიყავით ყოველთვის მთავარი მიმღები მსოფლიოში ამერიკის დახმარების. ჩვენ ვიყავით სანიმუშო, სამაგალითო ქვეყანა და სამუდამოდ მოგვჭრა საქვეყნოდ ივანიშვილმა თავი, ყოველ შემთხვევაში, სანამ არის იქ.
ჩემი ბრძოლა იქნება ძალიან გადამწყვეტი. მოსწონს ეს ვიღაცას, არ მოსწონს, უნდა ვიღაცას, რომ ვიყო წინა ხაზზე თუ არ ვიყო, მე ვიქნები წინა ხაზზე. გპირდებით, რომ მე ვიქნები თქვენთან ერთად, ხელჩაკიდებული, ოქტომბერში ივანიშვილის დამარცხების და საქართველოს გადარჩენის ფრონტზე“, - თქვა სააკაშვილმა