აშშ-ში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 3 მილიონს გადააჭარბა. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
მისი მონაცემებით, შეერთებულ შტატებში COVID-19-ის გამოვლენილი შემთხვევები 3 009 611-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 936 476 ადამიანი, გარდაიცვალა 131 594 პაციენტი.
უნივერსიტეტის ცნობით, დღეისათვის მსოფლიოში კორონავირუსით 11.8 მლნ-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 544 ათასს აჭარბებს.