ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო", გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ავთანდილ ბილანიშვილი შსს-ის შენობაში გამოიკითხება.
ავთანდილ ბილანიშვილი საგამოძებო უწყებაში მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიბარეს.
გუშინ, ტელეკომპანიებმა "ფორმულა" და "მთავარმა არხი" გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ამ დრომდე უცნობი ვიდეო ჩანაწერები გაავრცელეს.
ჩანაწერებში, ჩანს რომ "ტოიტადან" გადმოსულ გურამ ამირხანაშვილს ხვდება თეთრ პერანგში ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მთავარი არხის ინფორმაციით, სავარაუდოდ სწორედ ე.წ. კანონიერი ქურდის აკაკი ბილანიშვილის შვილი, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწროა".