გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ის, სავარაუდოდ, ქუთაისში იყრის მაჟორიტარად კენჭს - როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი განმარტავს, პარტიაში ოფიციალური გადაწყვეტილება არაა მიღებული, თუმცა ამის ალბათობა დიდია.
გრიგოლ ვაშაძის განმარტებით, ერთიანი ოპოზიციის ბრიფინგზე ენმ-ს სახელით განაცხადა კიდეც ნიკა მელიამ, რომ პარტია რეგიონებში თავის კანდიდატებს წარადგენდა და ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.
"ფორმალური გადაწყვეტილება პარტიას არ მიუღია, ამიტომ ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა დიდი ალბათობით ვიქნები ქუთაისში", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ამ დროისათვის ცნობილია ოპოზიციის მაჟორიტარი ექვსი კანდიდატი თბილისში - ვაკეში ელენე ხოშტარია იბრძოლებს, მთაწმინდაზე შალვა შავგულიძე, ისანში გიორგი ვაშაძე, ნაძალადევში შალვა ნათელაშვილი, გლდანში ნიკა მელია, ხოლო სამგორში ლევან ხაბეიშვილი.