საკონსტიტუციო ცვლილებები არავითარი რისკის ქვეშ არ დგას, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე შეკითხვას - ელოდება, თუ არა, რომ რომელიმე დეპუტატი საკონატიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას გადაიფიქრებს.
"თეორიულად, რომ დავუშვათ, რომელიმე დეპუტატმა ეს გააკეთოს, ეს იქნება ღია გარიგებაში შესვლა "ნაციონალურ მოძრაობასთან." ამას ალბათ, არც ერთი დეპუტატი არ გარისკავს. აქედან გამომდინარე, არავითარი რისკის ქვეშ არ დგას საკონსტიტუციო ცვლილებები“, - აღნიშნა კობახიძემ.
ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა 120/30 და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.