"ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს მოუწოდებს, რომ გონს მოეგოს და აღარ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც მას დაღუპავს და ქვეყანას დარტყმას მიაყენებს.
"როდესაც სტრატეგიული პარტნიორი იმდენად შეშფოთებულია ქვეყნის შიგნით მიმდინარე ამბებით, რომ საკუთარი პრაგმატული ინტერესების გამო და ღირებულებათა ინტერესის გამო საჭიროდ თვლის ასეთ მკაცრ გზავნილს, ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა. ამიტომ, ჩვენ როგორც ქვეყანამ საფრთხე რომ ავიცილოთ თავიდან, ნაკლები დანაკარგებით ეს ხელისუფლება უნდა გადავირჩიოთ. კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ივანიშვილს, ამ კატასტროფას ქვეყნისთვის, თუკი კიდევ შერჩა გონის ნაწილი, მოეგოს გონს და აღარ გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც მას დაღუპავს და ქვეყანას დარტყმას მიაყენებს," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
აშშ-ის თავდაცვის აქტის შესწორებას, რომელიც საქართველოს შეეხება და სადაც თანამშრომლობის გაგრძელებისთვის საქართველოსგან აღებული პირობების შესრულებას მოითხოვენ ოპოზიციაში გამოხმაურება მოჰყვა.