თიბისის Live-სესიები - აქ.ახლა - გრძელდება. 26 ივნისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილის სესიას თიბისის Facebook გვერდის დახმარებით.
ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება, მისი მოდერატორი მწერალი ტორესა მოსი იქნება.
სესიის - "ვიზუალური მეხსიერება - აქ.ახლა" ფარგლებში, გურამ წიბახაშვილი მის მიერ მრავალი წლის განმავლობაში შექმნილ ფოტო-არქივზე ისაუბრებს, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიას დეტალურად ასახავს.
გასულ წელს თიბისიმ, გამომცემლობა "ინდიგოსთან" თანამშრომლობით, პროექტი - "ზამთარი გატადანილია" განახორციელა, რომელმაც 1990-იანი წლების საქართველოს შესახებ ფოტო-ალბომი, გამოფენა და მოკლემეტრაჟიანი ფილმი გააერთიანა. წიგნში ავტორის 250-მდე ფოტო და მწერლის - ანა კორძაია-სამადაშვილის ესეები შევიდა.