ტელეკომპანია Euronews-ის ინფორმაციით, საქართველო მოხვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთათვისაც ევროკავშირი საზღვრის გახსნას გეგმავს.
ტელეკომპანია აცხადებს, რომ მან სამუშაო სია მოიპოვა და ჯერ ის დამტკიცებული არ არის, რადგან შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. შეუთანხმებლობის მთავარ მიზეზად სახელდება კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც უნდა შეირჩეს ქვეყნები. აცხადებენ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება უნდა იყოს შერჩევის მთავარი კრიტერიუმი.
სიის განხილვა ხვალ, 26 ივნისს უნდა გაგრძელდეს.
იუწყებიან, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილი ისიც კი არ არის, გახსნის თუ არა საზღვრებს ევროკავშირი 1-ლი ივლისიდან.
შეგახსენებთ, 11 ივნისს ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია საზღვრების 1-ლი ივლისიდან გახსნის შესახებ.
Euronews-ის მიერ მოპოვებლ სიაში შედიან, საქართველო, ვატიკანი მონაკო, მონტენეგრო, ანდორა, სერბეთი, ბოსნია ჰერცოგოვინა, უკრაინა, ალბანეთი, თურქეთი, კოსოვო, სამხრეთ კორეა, თურქმენეთი, ვიეტნამი, ჩინეთი, ტაილანდი, მიანმარი, მონღოლეთი, იაპონია, ბუტანი, ლიბანი, ინდონეზია, უზბეკეთი, ინდოეთი, ტაჯიკეთი, ყაზახეთი, პალაუ, ახალი ზელანდია, ავსტრალია, დომინიკა, ბაჰამა, სენტ ლუსია, ურუგვაი, იამაიკა, კუბა, გაიანა, პარაგვაი, ვენესუელა, ნიკარაგუა, კოსტა რიკა, კანადა, ანგოლა, ტუნისი, ნამიბია, უგანდა, მოზამბიკი, ზამბია, მავრიკი, რუანდა, ეთიოპია, მაროკო, ალჟირი და ეგვიპტე.
შეგახსენებთ, დღეს, საქართველომ რეგულარულ ფრენებზე დაშვება უკვე მეოთხედ, 1-ელ აგვისტომდე გადაავადა.
როგორც ცნობილია, ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, უსაფრთხო დერეფნების შესაბამისად, საჰაერო მიმოსვლის და საერთაშორისო ტურიზმის გახსნა მთავრობის მიერ, 1-ელი ივლისიდან დაანონსდა. გაწერილი გეგმის თანახმად, ავიამომოსვლის აღდგენა უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად.