არ არსებობს არავითარი გარანტია იმისა, რომ მეცნიერები კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური ვაქცინის შემუშავებას შეძლებენ. აცხადებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ ღებრეისეუსი.
ღებრეიესუსმა ამის შესახებ ევროპარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. იუწყება BBC-ი.
მისი თქმით, წარმატებული სამუშაოს გაწევის შეთხვევაშიც კი ვაქცინის მიღებას დაახლოებით ერთი წელი სჭირდება.
"ძალიან ძნელი იქნება დარწმუნებით იმის თქმა, რომ ჩვენ მივიღებთ კორონავირუსის ვაქცინას", - განუცხადა ღებრეიესუსმა ევროპარლამენტარებს.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებაზე 100-ზე მეტი სამეცნიერო ჯგუფი მუშაობს.