ევროპის წამლის სააგენტომ რემდესივირი Covid-19-is სამკურნალო მედიკამენტად დაარეგისტრირა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ამგვარად, რემდესივირი პირველი პრეპარატი გახდა, რომელსაც კორონავირუსის სამკურნალოდ ევროკავშირის ტერიტორიაზე გამოიყენებენ.
ჯანდაცვის რეგულატორის განცხადებით, პრეაპარატის გამოყენება რეკომენდებულია პნევმონიის მქონე მოზრდილებსა და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში, რომლებიც ჟანგბადს საჭიროებენ.
რემედსივირს, რომელიც თავდაპირველად ვირუს ებოლას საწინააღმდეგოდ შეიქმნა, ამჟამად კლინიკურ კვლევებს უტარებენ მთელს მსოფლიოში, მისი ეფექტების უკეთ გასაგებად.
როგორც იუწყებიან, რემდესივირი საბოლოოდ დასამტკიცებლად [ევროკავშირის ქვეყნებში] ევროკომისიის ნებართვას საჭიროებს.