ბაზისბანკი თავის მომხმარებელს უკვე სთავაზობს Apple Pay-ს, სწრაფ და მოსახერხებელ მობილურ გადახდებს.
Apple Pay კომპანია Apple-ის მობილური გადახდის სისტემაა, რომელიც მომხმარებლებს iPhone-ისა და Apple Watch-ის მეშვეობით ტერმინალზე თანხის სწრაფად, უსაფრთხოდ და მარტივად გადახდის შესაძლებლობას აძლევს.
უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა Apple Pay-ს მთავარი ღირებულებაა. Apple Pay-თ გადახდისას, საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ნომრები არ ინახება არც Apple-ის მოწყობილობაში და არც სერვერებზე. თითოეული ტრანზაქციის ავტორიზაცია ხორციელდება ერთჯერადი დინამიური კოდის საშუალებით.
Apple Pay-ში ბაზისბანკის ბარათების დამატება მარტივია. Apple Pay-ში დამატების შემთხვევაში, მომხმარებლები კვლავ გააგრძელებენ მათი საკრედიტო თუ სადებეტო ბარათებით განსაზღვრული ბენეფიტებით სარგებლობას.
iPhone-ის და Apple Watch-ის გამოყენებით Apple Pay-ით გადახდა შესაძლებელია, როგორც მაღაზიებში, რესტორნებსა და ტაქსში, ასევე სხვა უამრავ ობიექტზე, სადაც ხორციელდება უკონტაქტო გადახდები. ონლაინ შოპინგი კი აპლიკაციებსა და ვებგვერდებზე ისეთივე მარტივია, როგორც Touch ID-ზე ერთი თითის დადება. უკვე აღარ არის საჭირო გადახდის ვრცელი ფორმების შევსება.
Apple Pay–თ თითოეული გადახდა თითის ანაბეჭდით, სახის ამოცნობის სერვისით ან ე.წ. პინკოდის შეყვანით მარტივად არის შესაძლებელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ:
• http://www.apple.com/apple-pay/
• https://basisbank.ge/ge/remote_services/apple_pay/
საწყის ეტაპზე Apple Pay-ში შესაძლებელია ბაზისბანკის ნებისმიერი ტიპის VISA ბარათის დამატება.