14 ნოემბერს სიღნაღში ბავშვთა და მოზარდთა თეატრების ფესტივალი "მაჩაბელა" დასრულდება. ბავშვთა და მოაზრდთა თეატრალური ფესტივალი წელს პირველად გაიმართა.
სიღნაღის თეატრის შენობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა 15-მა დასმა თითო სპექტაკლი წარმოადგინა.
ფესტივალზე დასის ხელმძღვანელებისა და ნორჩი მსახიობებისთვის მასტერკლასები ჩატარდა.
ფესტივალის ორგანიზატორი თეა დავითაიაა, რომლის განცხადებით, მომავალ წელს აღნიშნული ფესტივალი საერთაშორისო მასშტაბის იქნება.
ბავშვთა და მოზარდთა თეატრალური ფესტივალი ~მაჩაბელა~ 14 ნოემბერს სიღნაღში მეგობრობის კოცონითა და ფეიერვერკებით დაიხურება.
ფესტივალი 9 ნოემბერს გაიხსნა.