სერბეთში ტარდება საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები, სადაც პოპულისტური მმართველი კოალიცია იმედოვნებს თავისი უმრავლესობის გაძლიერებას.
ხმის მიცემა ხორციელდება კორონავირუსი პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით. მოქალაქეები ვალდებულნი არიან ატარონს პირბადეები კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების შემდეგ, ხელების დეზინფექცირება მოახდინონ.
იუწყებიან, რომ კორონავირუსის შიშმა შესაძლოა არჩევნებში დაბალი აქტივობა გამოიწვიოს.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი მოსახლეობას არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოუწოდებს, რადგან არჩევნები არც თავისუფალი იქნება და არც სამართლიანი.
სერბეთის პარლამენტი 250-ადგილიანია. პარტიებს 3%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, სერბეთში კორონავირუსი 13 000-მდე დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. 260 პაციენტი გარდაიცვალა.