თიბისის Live-სესიები - აქ.ახლა - გრძელდება.
19 ივნისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს პოეტის - ვახტანგ ჯავახაძის სესიას ვირტუალურად დაესწროს თიბისის Facebook გვერდის დახმარებით.
ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება, რომლის მოდერატორი მწერალი - ტორესა მოსი იქნება.
სესიის - "გალაკტიონი აქ.ახლა" ფარგლებში, ვახტანგ ჯავახაძე და ტორესა მოსი პოეტის შემოქმედებაზე და მათ შორის კრებულზე - "არტისტულ ყვავილებზე" ისაუბრებენ.
გალაკტიონ ტაბიძის ეპოქალურ "არტისტულ ყვავილებს", რომელიც 1919 წელს, დამოუკიდებელ საქართველოში დაიბეჭდა, გასულ წელს 100 წელი შეუსრულდა.
პოეტის რიგით მეორე კრებულში 86 ლექსია დაბეჭდილი და მას ფრანგული სახელწოდება ჰქონდა - "Cran Aux fleurs artistiques", რაც ასე ითარგმნება – "თავის ქალა არტისტული ყვავილებით".
დღეს კრებული "არტისტული ყვავილების" სახელითაა ცნობილი და ქართული ლირიკის უმაღლეს მწვერვალად ითვლება.