ავსტრალიის ხელისუფლება არ აპირებს 2021 წლამდე ტურისტებისთვის საზღვრების გახსნას. იტყობინება გამოცემა Lonely Planet-ი.
გამოცემის ინფორმაციით, ავსტრალიამ წარმატებით გაართვა თავი პანდემიას, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩქარობს სარისკო გადაწყვეტილების მიღებას და უცხოელი მოგზაურთათვის საზღვრების გახსნას. ისევე, როგორც ახალი ზელანდიაში, ვირუსის მასობრივი გავრცელება თავიდან აიცილეს მკაცრი საკარანტინო წესების დაცვითა და მჭიდრო სასაზღვრო კონტროლით.
მწვანე კონტინენტის ტურიზმის მინისტრმა საიმონ ბირმინგემმა თქვა, რომ საერთაშორისო ტურიზმის აკრძალვა, სავარაუდოდ, 2021 წლამდე იქნება ძალაში. გამონაკლისი შეიძლება დაუშვან საერთაშორისო სტუდენტებისა და ვიზიტორებისთვის, რომელთაც აქვთ ბინადრობის ნებართვა. მათ ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.
ავსტრალიის ტურიზმის დეპარტამენტი რეკომენდაციას უწევს ავსტრალიელებს, რომ იმოგზაურონ თავიანთ ქვეყანაში და ამისთვის სპეციალური კამპანია წამოიწყეს.