საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები მერაბ ტურავა და ირინე იმერლიშვილი იქნებიან. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.
მაუწყებლის ცნობით, მერაბ ტურავამ განაცხადა, რომ მისი კანდიდატურა ხუთმა მოსამართლემ წარადგინა.
მისივე ინფორმაციით, მომავალ კვირაში გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, სადაც ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ.
ტურავამ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მისი კონკურენტი ირინა იმერლიშვილი იქნება.