ამ გადაწყვეტილებით ჩვენ დღის წესრიგიდან ამოვიღეთ მედვედევ-სარკოზის შეთანხმებიდან ერთ-ერთი პუნქტი. აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი.
"ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენმა მესაზღვეებმა დიდი სამუშაო გასწიეს და გაიყვანეს გზა რომელის ამ რაიონს დანარჩენ სამხრეთ ოსეთთან აკავშირებს, ამიტომ ახლა მოვიდა დრო იმისა, რომ დავიხიოთ უკან", _ აცხადებს კარასინი და დასძენს, რომ რუსული მხარე ყოველთვის აღიარებდა, რომ "ეს რაიონი საკმაოდ საკამათო იყო".
"ამ გადაწყვეტილებით ჩვენ დღის წესრიგიდან ამოვიღეთ მედვედევ- სარკოზის შეთანხმებიდან ერთ-ერთი პუნქტი, მიგვაჩნია, რომ ეს პოზიტიური გადაწყვეტილებაა რაც აღინიშნა კიდეც თანათავმჯდომარეების მიერ. იმედი გვაქვს, რომ ის რეალიზებული იქნება უახლოეს დღეებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეთვალყურეობით", _ განაცხადა კარასინმა.