14 ნოემბერს ქართული რაგბის 50-წლის იუბილეს ეგიდით მიმდინარე კვირეულის ფარგლებში საქართველოს მორაგბეთა "ა" ნაკრები არგენტინის "ა" ნაკრებთან ითამაშებს. ამით კვირეული დასრულდება.
"ჩვენთვის არგენტინასთან თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მატჩი ქართული რაგბის 50 წლის იუბილეს ეძღვნება. გუნდი ითამაშებს შემართებით და იმედი გვაქვს, რომ ბევრი გულშემატკივარი მოვა. ნაკრები წარმოაჩენს იმ სტილს, რომელზეც ორი წელი ვმუშაობთ. „ჩერჩილის თასზე" განცდილი მარცხის მერე ოპტიმალურ შემადგენლობას მოვუყარეთ თავი და ეს ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს", - განაცხადა საქართველოს ნაკრების თავკაცმა ტიმ ლეინმა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა
სასტარტო
1. დავით ხინჩაგიშვილი
2. აქვსენტი გიორგაძე
3. გოდერძი შველიძე
4. გიორგი ნემსაძე
5. ილია ზედგინიძე
6. გია ლაბაძე
7. გიორგი ჩხაიძე
8. მამუკა გორგოძე
9. ირაკლი აბუსერიძე
10. ლაშა მალაღურაძე
11. ირაკლი მაჩხანელი
12. თედო ზიბზიბაძე
13. დავით კაჭარავა
14. მალხაზ ურჯუკაშვილი
15. მერაბ კვირიკაშვილი
სათადარიგოები
16. ირაკლი ნატრიაშვილი
17. დავით ქუბრიაშვილი
18. ლევან დათუნაშვილი
19. რატი ურუშაძე
20. ბიძინა სამხარაძე
21. რევაზ გიგაური
22. ალექსანდრე თოდუა
მთავარი მწვრთნელი: ტიმ ლეინი
მწვრთნელი: ჯონი ნამუ
მწვრთნელის ასისტენტი: ილია მაისურაძე