მეცნიერები მედიკამენტ იბუპროფენს ცდიან, რათა დაადგინონ შეუწყობს თუ არა ის ხელს კორონავაირუსით ინფიცირებული პაციენტების გამოჯანმრთელებას. იტყობინება BBC-ი.
მეცნიერთა გუნდი, რომელშიც ლონდონის Guy’s Hospital-ის, Saint Thomas-ისა და King’s College-ის სპეციალისტები არიან თავმოყრილნი, თვლიან, რომ იბუპროფენს, რომელიც ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას წარმოადგენს, ძალუძს რესპირატორულ სირთულეებსაც გაუმკლავდეს.
ისინი იმედოვნებენ, რომ იბუპროფენი, რომელიც დაბალი ფასის გამო მეტად ხელმისაწვდომია, ხელს შეუწყობს პაციენტებს, რომ მათ ხელოვნური სუნთქვის აპარატები არ დასჭირდეთ.
კვლევაში, რომელსაც Liberate/გათავისუფლება ჰქვია, მონაწილე პაციენტების ნახევარი, გარდა კორონავირუსის ჩვეულებრივი მკურნალობის გარდა, იბუპროფენსაც მიიღებს.
იუწყებიან, რომ ცხოველებში ჩატარებულმა ანალოგიურმა კვლევამ დადებითი შედეგი აჩვენა რესპირატორული სინდრომის მკურნალობაში.
აღსანიშნავია, რომ კვლევაში გამოიყენებენ იბუპროფენის სპეციალურ ფორმულას და არა ჩვეულებრვი ტაბლეტებს, რომლის შეძენა აფთიაქებში არის შესაძლებელი.
კორონავირუსის პანდემიის საწყის ეტაპზე, მედიკოსთა და საზოგადეობრივი ჯანმრთელობის სპეციალისტების დიდი ნაწილი მკაცრად ეწინააღმდეგებოდა პრეპარატ იბუპროფენის გამოყენებას კორონავირუსის სიმპტომების დასაძლევად და პაციენტებს სიმპტომური მკურნალობისთვის პარაცეტამოლის გამოყენებას ურჩევდნენ.
დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნული სამსახური HNS ჯერ კიდევ ურჩევს პაციენტებს პარაცეტამოლის გამოყენებას, რადგან იბუპროფენთან შედარებით, მას ნაკლები გვერდითი მოვლენა აქვს.