ევროკავშირი რუსეთის "დიდ შვიდეულში" დაბრუნების წინააღმდეგია. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა.
ჟოზეპ ბორელის განცხადებით, "დიდი შვიდეული" არის უაღრესად მნიშვნელოვანი თანამშრომლობის ფორმატია იმ ქვეყნებისა, რომლებიც ხელმძღვანელობენ საერთო ღირებულებებით, ინტერესებითა და ვალდებულებებით.
"მოსკოვის მონაწილეობა "დიდ შვიდეულში" შეჩერებულია სანამ ის არ შეცვლის არჩეულ კურსს და გარემოებები შესაძლებელს არ გახდის მის ამ ფორმატში დაბრუნებას", - განაცხადა ბლოკის პირველმა დიპლომატმა.
მანამდე რუსეთის "დიდ შვიდეულში" დაბრუნების წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთი და კანადა გამოვიდნენ.
"დიდ შვიდეულში" წევრობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ერთსულოვნებით და საჭიროებს ყველა წევრის თანხმობას.
"დიდი რვიანის" შემადგენლობა რუსეთს 2014 წელს, ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ დაატოვებინეს.