კერძო სექტორი ტურიზმის გახსნისთვის საჭირო რეგულაციების შექმნაში მაქსიმალურად იყო ჩართული. გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე თამრიკო სიხარულიძე ამბობს, რომ არსებული ვითარება ბიზნესს უბიძგებს იყოს ფრთხილი და დივერსიფიცირებული, ციფრული ტექნოლოგიების მხრივ მეტად განვითარებული.
"ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ინდუსტრიას მყისიერი ამუშავება ესაჭიროება. საამისოდ საჯარო და კერძო სექტორი ერთიანი ძალით უნდა მობილიზდეს. ტურიზმის ინდუსტრიაში კრიზისთან ბრძოლის მაქსიმალურად მოქნილი რეგულაციები ვერ დაწესდება, COVID 19-ის არაპროგნიზირებადი საფრთხიდან გამომდინარე. სტუმართ-მასპინძლობის სექტორი აცნობიერებს, რომ ადამიანის ჯანმრთელობა ყველაზე პრიორიტეტულია, ამიტომ ბიზნესს მოუწევს რთული გზის გავლა.
ჩვენი ჩართულობა რეგულაციების განხილვაში იყო ინტენსიური, მაქსიმალურად ვეცადეთ გათვალისწინებული ყოფილიყო სფეროს ინტერესები, თუმცა რასაკვირველია ეპიდემიოლოგების მიერ დადგენილ სტანდარტებს ვერ ავუვლით გვერდს
შექმნილი ვითარება ბიზნესს უბიძგებს იყოს ფრთხილი და დივერსიფიცირებული, ციფრული ტექნოლოგიების მხრივ მეტად განვითარებული. კრიზისმა აჩვენა ონლაინ სერვისების აუცილებლობა განსაკუთრებით გასტრონომიული მიმართულებით. ჩვენ ვფიქრობთ რომ შევძლებთ ახალი ტიპის მომხმარებლების მოთხოვნის დაკმაყოფილებას და მზად ვართ ტურიზმის ადმინისტრაციის ინიციატივებში აქტიურად ვიყოთ ჩართულები", აცხადებს თამრიკო სიხარულიძე.