15 ოქტომბერს ვენეციის კომისია საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე დასკვნას განიხილავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, გამთენიისას ვენეციაში გაემგზავრნენ ქართველი პარლამენტარები, რომლებიც, ვენეციის კომისიის ექსპერტებთან ერთად, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნებზე და შენიშვნებზე იმსჯელებენ.
"ექსპერტები კიდევ ერთხელ წარადგენენ მას საბოლოო სხდომაზე, თუმცა დასკვნა რა თქმა უნდა აღარ შეიცვლება. ეს შეფასებები უკვე დიდი ხანია ცნობილია და ფასდება, როგორც ევროპული კონსტიტუციებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი", - განაცხადა გამგზავრების წინ უმრავლესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტი კონსტიტუციის ახლა რედაქციას ხვალ, 15 ოქტომბერს, მესამე მოსმენით დაამტკიცებს.