უზენაესი სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად ვასილ როინიშვილი აირჩია. მანამდე როინიშვილის კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ წარადგინა.
ვასილ როინიშვილი უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა, თუმცა მას შარშან უფლებამოსილება ამოეწურა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რამდენიმე თვის წინ მისი კანდიდატურა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დასამტკიცებლად წარუდგინა, თუმცა ეს პროცესი შეჩერებულია.