შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხუთშაბათს ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებულებას სოციალური მედიის შესახებ. ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი თეთრი სახლის პრესმდივნის, კეილი მაკენანზე დაყრდნობით ავრცელებს.
"პრეზიდენტი გეგმავს, ხუთშაბათს განაცხადოს აღმასრულებელი ბრძანებულების შესახებ, რომელიც სოციალურ მედიას შეეხება", - განუცხადა მაკენანმა ტელეკომპანიას. ამასთან მას არ დაუკონკრეტებია ბრძანებულების შინაარსის დეტალები.
ერთი დღით ადრე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას შეუძლია შემოიღოს მკაცრი ზომები სოციალური ქსელების საქმიანობის რეგულირებისთვის ან თუნდაც მათი დახურვისთვის, რადგან ისინი, "ცდილობენ, ხელი შეუშალონ რესპუბლიკელებს კონსერვატიული მოსაზრებების გავრცელებაში".
მანამდე, Twitter-მა ტრამპის ერთ-ერთ პოსტს მიანიჭა ნიშანი, რომელშიც მითითებულია, რომ ის შეიძლება შეიცავდეს არაზუსტი ინფორმაცია.
დონალდ ტრამპი წერდა, რომ არჩევნების დროს ფოსტით ხმის მიცემა შედეგების გაყალბებისთვის იქნება გამოყენებული.