ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დღეს გაიხსნა და ვიზიტორებს წლის ბოლომდე უფასოდ უმასპინძლებს. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება, შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქნა მიღებული.
"მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია.ამ მიმართულებით, მთავრობამ შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი არის ქალაქის სავიზიტო ბარათი და ჩვენ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შიდა ტურიზმის განვითარებას", - ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ.