ორწლიანი რეაბილიტაციის შემდეგ, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი გაიხსნა
ვიზიტორებისთვის პირველ თებერვლამდე ბოტანიკურ ბაღში უფასო სერვისი იმოქმედებს. აქ მოსულ მოქალაქეებს შეუძლიათ ტბაში ნავით გასეირნება. ამას გარდა, ბოტანიკურ ბაღს თბილისის ზოოპარკმა ოთხი ფარშევანგიც აჩუქა, რომელთა დათვალიერება სტუმრებს თავისუფლად შეუძლიათ.
განახლებული ბოტანიკური ბაღი დღეს ასე გამოიყურება, 300 ძირი ახალი ხე-მცენარე, ბილიკები, გარეგანათებები, წყლის და საკანალიზაციო სისტემა, ახალი სკამები, ნაგვის ურნები. აქვე აშენდა სამი საპირფარეშო. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ადმინისტრაციის შენობას და ორანჟერეას.
ბაღის სარეკონსტრუქციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
პროექტი მსოფლიო ბანკის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.







ფოტო: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია