1-ელ ივლისს საქართველო უმასპინძლებს პირველ საერთაშორისო მოგზაურს. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა რომელიც აამუშავებს ტურიზმის ინდუსტრიას!
ტურიზმის ინდუსტრიის გახსნის ფაზები:
15 ივნისი - ტურიზმის ინდუსტრია იხსნება შიდა მოგზაურებისთვის
1 ივლისი - საქართველო უმასპინძლებს პირველ საერთაშორისო მოგზაურს 🇬🇪
ბევრი წარმატება ჩვენს დარგს, კერძო სექტორსა და ჩვენს ქვეყანას!", - წერს მარიამ ქვრივიშვილი.