საქართველო 1-ლი ივლისიდან მზად იქნება მიიღოს უცხოელი ტურისტები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
თუმცა, მისი თქმით, 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის.
„ამას ჩვენ გავაკეთებთ, როგორც სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო კორიდორების შექმნით ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე გავაკეთებთ უსაფრთხო კორიდორების შექმნის შესაძლებლობით, ორმხრივი მოლაპარაკების თვალსაზრისით ტურისტულად ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებიდან. ეს მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია“, – განაცხადა პრემიერმა.
"საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი და რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმს აამუშავებს უახლოეს პერიოდში. ყველა იმ სტანდარტების და უსაფრთხოების დაცვით, რომელზეც უახლოეს დღეებში გვექნება რეკომენდაციები ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.