საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კოსპუსი 8 ოპოზიციური პარტიის სურვილს, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შესახებ, მიესალმება.
ამის შესახებ ცნობილი "თბილისი მარიოტში" რვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიისა და საქართველოში აკრედიტებული ელჩების შეხვედრისას გახდა ცნობილი.
შეხვედრა იმ საარჩევნო პროექტს შეეხებოდა, რომელიც პარტიებმა ერთობლივად შეიმუშავეს.
"საუკეთესო დროა მოლაპარაკებების დასაწყებად. 8 პოლიტიკურმა პარტია ერთი დოკუმენტის ირგვლივ გაერთიანდა, რაც ნათელს ხდის ამ დოკუმენტის მნიშვნელობას. ოპოზიციურმა პარტიებმა შექმნეს წინაპირობა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დასაწყებად. ახლა უკვე ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რამდენად ჩაერთვება ამ პროცესში," განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა.
შეგახსენებთ, რომ რვა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით დოკუმენტი მიიღო. დოკუმენტს ხელი დაახლოებით 170 000 ადამიანმა მოაწერა.
პოლიტიკური პარტიები დღეს საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავჯდომარეს გაუგზავნიან მიმართვას, რომლითაც მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებენ.