8 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და დავით ბაქრაძეს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. ამიტომ ისინი დღეს პარლამენტში და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმართვას შეაგზავნიან.
ამის შესახებ ცნობილი ოპოზიციური პარტიების დოპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
"მოგმართავთ წინადადებით, დაუყოვნებლივ დავიწყოთ პროცესი იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც ხელს უშლის საქართველოში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. ამასთან, გამოვთქვამთ მზადყოფნას, განვიხლოთ ნებისმიერი სხვა საკითხი, რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას," - აღნიშნულია მიმართვაში.
ისინი პრეზიდენტსა და პარლამენტის თავჯდომარეს წარუდგენენ მოსაზრებებს შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: საქართველოს პარლამენტის არჩევნების სისტემა; ამომრჩევლეთა სიების შედგენის წესი; არჩევნების დღე; საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი; საარჩევო დავების განხილვის სისტემა; საარჩევნო კამპანიის თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა .
მიმართვას ხელი "ახალი მემარჯვენეების"; "ეროვნული ფორუმის"; "საქართველოს კონსერვატიული პარტიის"; "საქართველოს რესპუბლიკური პარტიის"; "ჩვენი საქართველოს-თავისუფალი დემოკრატების", "საქართველოს გზის"; "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაბისა" და "ხალხის პარტიის" ლიდერებმა მოაწერეს ხელი.