ოდრი ჰეპბერნი, ბრიტანელი მსახიობი და მოდელი 1929 წლის 4 მაისს დაიბადა.
საყოველთაოდ აღიარებული მსახიობი ბელგიაში, ბრიუსელში დაიბადა. ბავშვობა ბელგიაში, ინგლისსა და ნიდერლანდებში გაატარა.
ოსკაროსანი მსახიობი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად იყო აღიარებული. მისი შემოქმედების მთავარ კინოროლად "რომაული არდადეგებიდან" პრინცესა ანას როლი ითვლება.
მონაწილეობა მიიღო 27 სრულმეტრაჟიან ფილმში და მრავალ თეატრალურ თუ სატელევიზიო სპექტაკლში. 1954 წელს დაჯილდოვდა აშშ-ს კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოთი, "ოსკარით", ოთხჯერ იყო ამავე პრემიის ნომინანტი.
მისი შემოქმედების მთავარ ფილმებად ითვლება - "რომაული არდადეგები", "საბრინა", "ომი და მშვიდობა", "საუზმე ტიფანისთან", "შარადა", "ჩემი მშვენიერი ლედი", "როგორ მოვიპაროთ მილიონი".