ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ის არ აპირებს 9 მაისის აღლუმის გაუქმებას, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ამ ღონისძიების გაუქმებას ათასობის ბელარუსის მოქალაქე მოითხოვს.
"მე უნდა ვთქვა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გავაუქმოთ აღლუმი. ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია. დიდხანს ვფიქრობდი ამაზე. რა თქმა უნდა, ეს არის ემოციური და ღრმად იდეოლოგიური საკითხი", - თქვა ლუკაშნკომ.
"უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ადამიანები (ომის ვეტერანები) შესაძლოა, ვირუსებისგან და სხვა დაავადებებისგან კვდებოდნენ, მაგრამ ისინი ამას ვერ გრძნობდნენ და არ ფიქრობდნენ ამაზე", - დასძინა ბელარუსის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, არ სურს, ვინმემ იფიქროს, რომ ხელისუფლებას პანდემიის ეშინია.
მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ აღლუმზე დასწრების მსურველებს შორის არიან მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, ისინი "პირველები ითხოვდნენ, რომ ამ ღონისძიებაზე მიეყვანათ".
მანამდე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველა დაგეგმილი სადღესასწაულო ღონისძიება ჩატარდებოდა უმაღლეს დონეზე. რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ აპრილის ბოლოს განაცხადა, რომ აღლუმისთვის მზადება გრძელდებოდა, "ჯერჯერობით ცვლილებები არ მომხდარა."
ბოლო ინფორმაციით, ბელარუსში კორონავირუსით ინფიცირების 16 705 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაიცვალა 99 პაციენტი.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო, რუსეთის პრეზიდენტმა 9 მაისის აღლუმი გადადო.