რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კორონავირუსის გავრცელების გამო 9 მაისის სამხედრო აღლუმი გადადო.
მისი თქმით, ეპიდემიასთან დაკავშირებული რისკები, უკიდურესად მაღალია და ამიტომ 9 მაისის აღლუმის ჩატარება შეუძლებელია.
"9 მაისის აღლუმისთვის მზადება სწორედ ახლა უნდა დაწყებულიყო. მაგრამ ეპიდემიასთან დაკავშირებული რისკები, რომლის პიკსაც ჯერ არ გადაუვლია, ჯერ კიდევ უკიდურესად მაღალია. და ეს მე არ მაძლევს უფლებას დავიწყო მზადება აღლუმისთვის და სხვა მასობრივი ღონისძიებებისთვის", - აღნიშნა ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა.
მან თავდაცვის მინისტრსა და ძალოვან უწყებებს დაავალა შეცვალონ გრაფიკი და გადადონ სამხედრო აღლუმის სამზადისი, გადადონ ყველა მასობრივი ღონისძიებები, რომლებიც დაგეგმილი იყო მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წლისთავთან აღსანიშნავი აღლუმისთვის.