დღეს, 12 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ახალი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაცია გაიმართება. ახალი გაერთიანების ლიდერებად ირაკლი ოქრუაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, კოკა გუნცაძე, სოზარ სუბარი და ეროსი კიწმარიშვილი სახელდებიან.
ახალი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების ოფისი უზნაძის ქ. #113-ში მდებარე სახლში განთავსდება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, აღნიშნულ მისამართზე 2010 წლის თებერვლიდან შპს "პინკ ბულდინგია" რეგისტრირებული.
პრეზენტაცია სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართება.