რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 4 069 ახალი შემთხვევა დადასტურდა. იუწყება Covid-19-ის მართვის ოპერატიული ცენტრი.
ცენტრის ინფორმაციით, სულ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსით ინფიცირების 32 008 შემთხვევაა აღრიცხული.
დაავადების მსხვერპლა საერთო რაოდენობა 273-ია.
"ჩვენს ქვეყანაში ინფიცირების დინამიკა იზრდება. ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. პროგნოზის თანახმად, ეს ტენდენცია გაგრძელდება, რადგან ქვეყანა მხოლოდ ეპიდემიის პიკს უახლოვდება", - განაცხადა Covid-19-ის მართვის ოპერატიული ცენტრის წარმომადგენელმა.
გუშინ, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 9 მაისის სამხედრო აღლუმი გადაიდო.